ავტორი:

ჩინეთში, 14-მილიონიან ქალაქ ტიანძინში, კორონავირუსის შემთხვევების გამო, მოსახლეობის ნაწილს სახლიდან გასვლა აეკრძალა

ჩინეთში, 14-მილიონიან ქალაქ ტიანძინში, კორონავირუსის შემთხვევების გამო, მოსახლეობის ნაწილს სახლიდან გასვლა აეკრძალა

ჩინეთის საპორტო ქალაქ ტიანძინში, კორონავირუსით დაინფიცირების 40-მდე შემთხვევის გამო, მთავრობამ შეზღუდვების მესამე დონე დააწესა, - ინფორმაციას The Guardian-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მკაცრი "ლოქდაუნის“ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს საკუთარი სახლების დატოვება ეკრძალებათ. საკონტროლო ზონებში, სასურსათო პროდუქტების შესაძენად სახლიდან გასვლის უფლება თითოეული ოჯახის ერთ წევრს, მხოლოდ ყოველ მეორე დღეს ეძლევა, პრევენციის ზონებში კი მოქალაქეებს საცხოვრებელი რაიონის დატოვების უფლება არ აქვთ.

ამასთან, აიკრძალა მატარებლებისა და ავტობუსების მიმოსვლა პეკინის მიმართულებით. მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ თავი შეიკავონ ქალაქის დატოვებისგან, თუკი ამას გადაუდებელი აუცილებლობა არ მოითხოვს.

ცნობისათვის, ჩინეთის ქალაქ ტიანძინში, სადაც 14 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, ყველა მოქალაქის ტესტირება მას შემდეგ დაიწყეს, რაც კორონავირუსის ინფიცირების 20 შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის არიან „ომიკრონ“ შტამით ინფიცირებულები. გასული დღის განმავლობაში ვირუსი კიდევ 20 ადამიანს დაუდასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 40-მდე გაიზარდა.