ავტორი:

რეზო ამაშუკელი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

რეზო ამაშუკელი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

პოეტი რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ოჯახის ახლობლები ადასტურებენ. ამაშუკელი 85 წლის იყო.

მან 1960 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1972 წელს რეზო ამაშუკელის ლექსების კრებული გამოვიდა რუსულ ენაზეც. პოემისათვის "ძახილი“ 1968 წელს მიენიჭა საქართველოს კომკავშირის პრემია.

იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი. 1988-1989 წლებში შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე. მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, 2003 წელს ის თბილისის საპატიო მოქალაქედ დაასახელეს.

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. იყო გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატი