ავტორი:

ქაოსი ჯოკოვიჩის სასამართლოზე - სხდომის მიმდინარეობისას Microsoft Teams-ის ბმულზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო

ქაოსი ჯოკოვიჩის სასამართლოზე - სხდომის მიმდინარეობისას Microsoft Teams-ის ბმულზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო

სერბი ჩოგბურთელი, ნოვაკ ჯოკოვიჩი უკვე ერთ კვირაზე მეტია მსოფლიო მედიის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. მან ავსტრალიის ღია პირველობაში უნდა მიიღოს მონაწილეობა. თავდაპირველად, ჩოგბურთელისთვის გამონაკლისის სახით, ავსტრალიაში შესასვლელად მისთვის ვიზა დაუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ჰქონდა.

საზოგადოების მწვავე პროტესტის შემდეგ, მელბურნის აეროპორტში ჩასულ ჩოგბურთელს ვიზა გაუუუქმეს და ავსტრალიაში არ შეუშვეს. ის სპეციალურ სასტუმროში გადაიყვანეს. ჯოკოვიჩის ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს და აცხადებდნენ, რომ ავსტრალიის მთავრობის გადაწყვეტილება ვიზის გაუქმების შესახებ საფუძველს იყო მოკლებული, მათი მტკიცებით, ჯოკოვიჩმა ვაქცინა იმიტომ ვერ გაიკეთა, რომ კოვიდით იყო ინფიცირებული.

ავსტრალიის სასამართლომ გადაწყვეტილება ჩოგბურთელის სასარგებლოდ მიიღო და ჯოკოვიჩის ვიზის გაუქმების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად ცნო.

  • ჩოგბურთელის სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ინციდენტი მოხდა.

სერბი ვარსკვლავის სასამართლოს მოსმენის ყურება საზოგადოებას Microsoft Teams-ის ბმულზე შეეძლო, რომელიც ლაივსტრიმის ნებისმიერ მომხმარებელს საშუალებას აძლევს ჩართოს თავისი მიკროფონი და ვიდეო, თუმცა მოსამართლემ სპეციალური ზომები მიიღო და ყველასთვის არ იყო ბმული ხელმისაწვდომი. მიუხედავად ამისა, ადამიანთა ჯგუფმა ჯოკოვიჩის სასამართლოს პირდაპირ ეთერის ბმულზე შეღწევა მაინც შეძლო.

ერთ-ერთმა მომხმარებელმა კი პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩართო, ერთმა ტექნო მუსიკა, ზოგიერთი კი მღეროდა. აღნიშნულმა სასამართლოზე ქაოსი გამოიწვია, თუმცა მოსამართლემ ყველაფერი სწრაფად მოაგვარა.

მან ტექნიკურ ჯგუფს მიმართა, რათა ინციდენტი ამოწურულიყო და პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო გამოერთოთ.