ავტორი:

"ახლა, როგორც არასდროს, “ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთიანი" - ნიკა მელია

"ახლა, როგორც არასდროს, “ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთიანი" - ნიკა მელია

"ამ წუთის მდგომარეობით ვიყავი პარტიის თავმჯდომარე და ამავე დროს პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე და, სამწუხაროდ, პარტიის გაძლიერებას არ ემსახურებოდა სტრუქტურულად გაუმართავი მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ ვიყავით" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ოპოზიციურ პარტიაში მიღებული სტრუქტურული ცვლილებების შესახებ გახდა ცნობილი.

ნიკა მელიამ თქმით, ახლაც მიღებული ცვლილებების გარშემო პარტიაში ერთიანი პოზიცია არსებობს.

"მიმაჩნია, რომ პარტიას უნდა ჰქონდეს თავისი გეგმა, სტრატეგია, რომელიც იქნება წარმატებული. ახლა, როგორც არასდროს, პარტია არის ერთიანი და ერთიანი ვართ შეთანხმებებშიც. გარდა იმისა, რომ პეტრე ცისკარიშვილი არის კვალიფიციური პროფესიონალი, ის ჩემი პირადი მეგობარია. გარდა იმისა, რომ კობა ნაყოფია ძალიან ბევრ საქმეს აკეთებდა ბოლო წლების განმავლობაში, ის ასევე არის ჩემი პირადი მეგობარი.

დღემდე პარტიას პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე არ ჰყავდა. ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ გვქონდა მიღებული, მაგრამ განვითარებული პროცესების კვალდაკვალ ვერ მოხერხდა, რადგან შარშანდელი წელიწადი იყო მძიმე მოვლენებით დატვირთული. პარტიის ეს რეფორმირება არის მხოლოდ დასაწყისი“, - განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია გახდა, ნიკა მელიამ კი პარტიის თავმჯდომარეობის გარდა, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობაც შეითავსა. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია "ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პოსტს პეტრე ცისკარიშვილი დაიკავეს.