ავტორი:

"სასჯელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური, რაც კიდევ უფრო მეტად დაძაბავს სიტუაციას" - გიგი უგულავა ხაზარაძე-ჯაფარიძის სასამართლოზე

"სასჯელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური, რაც კიდევ უფრო მეტად დაძაბავს სიტუაციას" - გიგი უგულავა ხაზარაძე-ჯაფარიძის სასამართლოზე

"ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი. თუ დაავალებენ მურუსიძის სასამართლოს შეიძლება სისტემამ უკან დაიხიოს, რადგან უბრალოდ ჩათვალოს, რომ არ აწყობდეს, თუმცა ამათ ისეთი გაქანება აქვთ აღებული, რომ არაფერს გამოვრიცხავ" - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთო წერეთლის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სასჯელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური, რაც კიდევ უფრო მეტად დააშორებს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს.

"ეს სასამართლო პროცესი თავიდანვე იყო პოლიტიკურად მოტივირებული და ასეთად დარჩა ბოლომდე. საქმეში, სადაც არ არსებობს დაზარებული, მომჩივანი, საქმე, რომელიც ყველა პარამეტრით ხანდაზმულია, თეთრი ძაფით არის ნაკერი და ინტერსიც გასაგებია. ივანიშვილის ინტერესი იყო ხაზარაძის დასჯა, ანაკლიის პროექტის ჩაშლა და ასევე მას აქვს კონკრეტული ფინანსური ინტერესები ინდუსტრიულ ზონაში ფოთში და ამ თვალსაზრისით ყველანაირი კონკურენტი მოიშორა.

ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი. თუ დაავალებენ მურუსიძის სასამართლოს შეიძლება სისტემამ უკან დაიხიოს, იმიტომ, რომ უბრალოდ ჩათვალოს, რომ არ აწყობდეს, თუმცა ისეთი გაქანება აქვთ აღებული ამათ, რომ არაფერს გამოვრიცხავ. საქმიდან არ გამომდინარეობს არც ბრალი და არც სასჯელი.

სასჯელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური, რაც კიდევ უფრო მეტად დაძაბავს სიტუაციას და საქართველოს დააშორებს დასავლურ პარტნიორებს. ჩვენ ყოველდღიურად დავემსგავსეთ აზიური ტიპის ნახევრად შემდგარ სახელმწიფოს, სადაც ავტოკრატია ბატონობს, სადაც ოპოზიციას და თავისუფალ მედიას დევნიან და ასეთ ქვეყანად ვყალიბდებით და ეს საქმეც ამის დადასტურებაა“, - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების - მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დღეს შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს.