ავტორი:

ათობით იაპონელი ყინულიან წყალში ჩავიდა და ღმერთს პანდემიის დასრულება სთხოვა - "ლოცულობდნენ და ტაშს უკრავდნენ" (ფოტოები)

ათობით იაპონელი ყინულიან წყალში ჩავიდა და ღმერთს პანდემიის დასრულება სთხოვა - "ლოცულობდნენ და ტაშს უკრავდნენ" (ფოტოები)

ათობით იაპონელი მორწმუნე გასულ კვირას ტოკიოში ტრადიციული რიტუალის შესასრულებლად შეიკრიბა - რიტუალი ყინულიან წყალში ჩასვლას და ლოცვას გულისხმობს, რა დროსაც ისინი ღმერთს სხვადასხვა სურვილს შესთხოვენ.

მორწმუნეებს ეცვათ სპეციალური სამოსი, ეკეთათ თავსაბურავები, პირბადეები და უფალს პანდემიის დასრულებას ევედრებოდნენ.

კაცებთან ერთად რიტუალში თეთრებში გამოწყობილი სამი ქალიც მონაწილეობდა. ყინულიან წყალში ჩასული მამაკაცები გალობდნენ და ტაშს უკრავდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი რიტუალი გასულ წელსაც შეასრულეს.

რიტუალი სახელად "მისოგი“ ერთგვარ განწმენდას გამოხატავს, მორწმუნეები ამ დროს ყინულიან წყალში ჩადიან. იაპონელები ამ რიტუალს ჰარესაც უწოდებენ.