ავტორი:

"ომიკრონის“ შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა ერთეულ მოქალაქეს, არცერთს არ დასჭირვებია ინტენსიური თერაპია ან რეანიმაცია" - თამარ გაბუნია

"ომიკრონის“ შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა ერთეულ მოქალაქეს, არცერთს არ დასჭირვებია ინტენსიური თერაპია ან რეანიმაცია" - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კლინიკებში 9000-მდე საწოლია მობილიზებული, აქედან კი 4431 საწოლია დატვირთული.

მისივე თქმით, 281 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, ხოლო 1083 კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განმარტა, აღნიშნული შემთხვევები ძირითად "დელტა“ შტამით არის გამოწვეული.

"დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს მთავარი თემა იყო მზაობა "ომიკრონის“ შემთხვევების მოსალოდნელ მატებასთან დაკავშირებით. ჯანდაცვის სექტორი დღეს 50%-იანი დატვირთვით მუშაობს. ბოლო პერიოდში შემთხვევების კლება გვქონდა და ამან მოგვცა საწოლფონდის განტვირთვის შესაძლებლობა. 9 000-მდე საწოლია მობილიზებული. აქედან დატვირთულია 4431 საწოლი, 281 პაციენტი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში და 1083 პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ეს შემთხვევები ძირითად დელტა შტამით არის გამოწვეული. "ომიკრონის“ შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა ერთეულ მოქალაქეს. არცერთს არ დასჭირვებია ინტენსიური თერაპია ან რეანიმაცია და ძალიან მალე მოხდა მათი გაწერა ჰოსპიტლებიდან", - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე განცხადებით, ვაქცინაციის პროცესის გაგრძელება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით საყურადღებოა "ბუსტერ“ დოზებით სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია.

"ვმუშაობთ კლინიკებთან, რომ ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდეს. "ომიკრონის“ ცირკულაცია მზარდია. დღევანდელი შემთხვევები მობილობის მომატებით არის გამოწვეული. "ომიკრონის“ სწრაფი გავრცელება თავის როლს თამაშობს, მაგრამ მსუბუქად მიმდინარეობს“, - აღნიშნა გაბუნიამ.

ამასთან, თამარგაბუნიასთქმით, ვაქცინაციისპროცესშიგანსაკუთრებითმნიშვნელოვანია 50 წლისპირებისზემოთმონაწილეობა.

"წახალისების პროგრამა გრძელდება. იანვრის ბოლომდე 200 - ლარიანი წახალისება გაიცემა ყველა პირზე ვინც აიცრება 50 წლის ზემოთ“ , - განაცხადა