ავტორი:

პირველი ტრანსგენდერი ქალი, რომელმაც "ოქროს გლობუსი" მიიღო - ვინ არის მიქაელა როდრიგესი, რომელმაც კინოს სამყარო აალაპარაკა (ფოტოები

პირველი ტრანსგენდერი ქალი, რომელმაც "ოქროს გლობუსი" მიიღო - ვინ არის მიქაელა როდრიგესი, რომელმაც კინოს სამყარო აალაპარაკა (ფოტოები

მიქაელა ემჯეი როდრიგესი, ისტორიაში პირველი ტრანსსექსუალი ქალია, რომელმაც "ოქროს გლობუსი" მიიღო. მან სატელევიზიო შოუ Pose-ში შთამბეჭდავად შეასრულა ბლანკას როლი და შედეგად, დამსახურებული ჯილდოც მიიღო.

ემჯეი როდრიგესს "ოქროს გლობუსი" გადაეცა ნომინაციაში საუკეთესო ქალი მსახიობი სატელევიზიო სერიალში შესრულებული როლის გამო.

როდრიგესმა "ინსტაგრამზე" პოსტი გამოაქვეყნა, სადაც "ოქროს გლობუსის" მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

"ეს კარი მომავალში კიდევ სხვა უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა ადამიანისთვის გაიღება. ისინი მიხვდებიან, რომ მიუღწეველი არაფერია. ნახავენ, რომ ახალგაზრდა შავკანიანმა ლათინოსმა გოგონამ ნიუ ჯერსიდან, რომელსაც ოცნება ჰქონდა, ხალხის სტერეოტიპები და აზროვნება სიყვარულის ძალით შეცვალა. სიყვარული იმარჯვებს.

LGBTQAI უმცირესობის წევრ ახალგაზრდებს მივმართავ, გზა ხსნილია და შეგიძლიათ ვარსკვლავებიც კი მოწყვიტოთ ციდან", - აღნიშნავს მსახიობი.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა