ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე არჩილ ყაზაიშვილი სამართალდამცავებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით გუშინ დააკავეს.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
თავის მხრივ, ოზურგეთის მერიაში აცხადებენ, რომ არჩილ ყაზაიშვილი მერის თანაშემწის პოზიციაზე ბოლო ერთი თვეა მუშაობს, თუმცა მანამდე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ მუშაობდა.
უწყებაში ამბობენ, რომ არჩილ ყაზაიშვილის ოჯახში სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით მათთვის დეტალები უცნობია .