სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის მხრიდან, სროლების შედეგად, სამი სომეხი ჯარისკაცის დაშავების შესახებ იუწყება.
უწყების ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 17:30 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა განაახლეს სომხური პოზიციების დაცხრილვა, რომლებიც დისლოცირებული არიან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთის მიმართულებით, რისთვისაც გამოიყენა საარტილერიო საშუალებები და უპილოტო საფრენი აპარატები.
უწყების ინფორმაციით, სომხეთმა შესაბამისი ზომები მიიღო.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დღეს გავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების პროვოკაციული ქმედებების შედეგად, საზღვრის ქელბაჯარის მიმართულებით, ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.