ჩინეთის ინტელექტუალური წარმოების ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრში შეიქმნეს რობოტი, რომელიც აქამდე არსებული მოდელებისგან გაცილებით ძლიერი ინტუიციითა და ყურადღებით გამოირჩევა. როგორც ამბობენ, მას შეუძლია ტვინის ტალღებისა და კუნთების ელექტროსიგნალების აღქმა, რაც მოწყობილობას საშუალებას აძლევს ინფორმაცია ვერბალური კომუნიკაციის გარეშე მიიღოს, შედეგად მას ადამიანის აზრების წაკითხვა 96%-იანი სიზუსტით შეუძლია.
გავრცელებული ინფორმაციით, აზრების კითხვასთან ერთად, რობოტს შეუძლია საგნების აღება და მითითებულ ადგილზე დალაგებაც.