პანდემიის მიუხედავად, რუსული შოუბიზნესის წარმომადგენლები სხვა ქვეყნებში დასვენებას არ იკლებენ. ერთი თვის წინ ambebi.ge-სთან ინტერვიუში მომღერალი გიგა კვენეტაძე ამბობდა, რომ ლოქდაუნის გამოცხადების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტი ხალხით გაივსო...
რუსი ვარსკვლავების საყვარელი კურორტები კანარის კუნძულები და დუბაია, ისინი პანდემიის დიდ ნაწილს იქ ატარებენ. ქეთა თოფურია მეორე ქმარ ლევ ძენგოვთან ერთად ხშირად მოგზაურობს და ძირითადად თბილ ქვეყნებს ანიჭებს უპირატესობას. ცოტა ხნის წინ წყვილმა ეგვიპტეში იმოგზაურა. ზამთრის არდადეგებზე კი შვილებთან ერთად დუბაიში გაფრინდნენ.
წყვილს თან ოთხი ბავშვი ახლავს. ლევ ძენგოვისთვის ქეთა მესამე ცოლია, პირველი ქორწინებიდან ორი შვილი - ლეონიდი და შოშანი ჰყავს. ცნობილია, რომ ქეთას გერებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს. დასასვენებლად იმყოფება ქეთას გოგონა, ოლივიაც, რომელიც მომღერალს ბიზნესმენ ლევ გეიხმანთან ქორწინებისას ჰყავს. წყვილმა მოგზაურობა პირველად წაიყვანა საერთო შვილი ადამი, რომელიც ქეთას გასულ წელს პანდემიის დროს შეეძინა.
"დიდება ყოვლისშემძლეს“, - წერს ძენგოვი სოციალურ ქსელში და ბავშვებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
ადამი წყვილს 2021 წლის 22 იანვარს შეეძინა, მაგრამ ბავშვის ფოტო, სადაც სახე უჩანს, აქამდე არ გამოუქვეყნებიათ. ტრადიციას არც ამჯერად უღალატეს და ოჯახურ ფოტოზე უმცროსი შვილი ზურგით დგას.
მოგეხსენებათ, რუსეთში პანდემიის გამო, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 17 525 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის მიუხედავად ქვეყანაში გატარებული მკაცრი ზომები სარესტორნო ბიზნესს არ შეეხო და მომღერლები ძველებურად ატარებენ კონცერტებს, ოღონდ შედარებით ნაკლები აუდიტორია ჰყავთ.