ავტორი:

"პალიტრამედიის" ეზოში ბედნიერების ელჩის, ექიმ არსენ გვენეტაძის მეტალ არტი - "სიხარულის ემოცია“ გაიხსნა

"პალიტრამედიის" ეზოში ბედნიერების ელჩის, ექიმ არსენ გვენეტაძის მეტალ არტი - "სიხარულის ემოცია“ გაიხსნა

დღეს, "პალიტრამედიის" ეზოში ბედნიერების ელჩის, ცნობილი ექიმ-რეპროდუქტოლოგის, ხელოვანის, არსენ გვენეტაძის მეტალ არტი, "სიხარულის ემოცია“ გაიხსნა. როგორ შემოქმედი ამბობს, მეტალ არტზე მუშაობა 2021 წელს დაიწყო და ბედნიერია, რომ მისი ნამუშევრების ნახვა მსოფლიოს 15 ქალაქშია უკვე შესაძლებელი.

არსენ გვენეტაძის თქმით, სიხარულის ემოცია სწორედ ასეთ დროს გვჭირდება, როდესაც მსოფლიოში პანდემიაა და შეიძლება ადამიანების დიდი ნაწილი სულაც არ იყოს მხიარულების ხასიათზე.

ინსტალაციაზე თეთრი, მწვანე და წითელი ფერებია გამოყენებული, რაც ადამიანში მხოლოდ დადებით ემოციებს აღძრავს. ცნობილი ექიმი 5 წელია, რაც არტში მუშაობს. არსენ გვენეტაძეს ეკუთვნის ნამუშევარი "ბედნიერების გალაქტიკა", რომელიც თბილისში, თსსუ-ს ტერიტორიაზე ერთი წლის წინ გაიხსნა.

არსენ გვენეტაძე "პალიტრამედიის" ეზოში დადგმულ ინსტალაციაზე ამბობს:

"ეს არის სიყვარულის ემოცია, ჩემი დიზაინერი, ნინო მირიანაშვილი ძალიან კარგად ამბობს, ეს არის მეტალ არტ-მესიჯები. ეს არტი არის ჩემი 2021 წლის ინსპირაცია. ის სიყვარულის და ბედნიერების გალაქტიკის აფეთქებას, საკუთარი, ან სხვისი ქმედებით გამოწვეული სიხარულის საჯაროდ გაზიარებას ემსახურება.

ჩემი ნამუშევარი მსოფლიოში პირველად ნიუ იორკში, 2021 წლის 2 აგვისტოს, ჩემს 58-ე დაბადების დღეზე დაიდგა. დღემდე, უკვე მსოფლიოს 15 ქალაქში გავრცელდა, ამერიკის, ევროპის, აზიის, აფრიკისა და ავსტრალიის კონტინენტებზე. 2022 წელს პირველი არტინსტალაცია "მედიაპალიტრის" ეზოში გაიხსნა. არტში უკვე 5 წელია ვმუშაობ, მეტალ არტში კი 2021-ში "ამიფეთქდა" ეს ემოცია. მიიღეთ სიხარულის ემოცია ჩემგან თქვენ და თქვენმა ხელმძღვანელობამ...“