ავტორი:

რა განცხადებას ავრცელებს სასამართლო მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით

რა განცხადებას ავრცელებს სასამართლო მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით

თბილისის საქალაქო სასამართლო მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც სასამართლო განმარტავს, მოწმეთა ჩვენებებითა და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულად იქნა მიჩნეული ბრალდებულთა მხრიდან დანაშაულის ჩადენა.

"2022 წლის 12 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა არსებითი განხილვის კოლეგიამ დაასრულა სს საქმის განხილვა ბრალდებულების: მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთელის მიმართ. მოწმეთა ჩვენებებითა და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულთა მხრიდან დანაშაულის ჩადენა. სასამართლომ ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო სს "თიბისი ბანკის“ კუთვნილი 16 664 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა“ და მე-3 ნაწილის "გ“ ქვეპუნქტიდან (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარება) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა“ და მე-3 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტზე (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით).

სასამართლომ ბრალდებულებს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სს საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო, ბრალდებულები გათავისუფლდნენ დანიშნული სასჯელის მოხდისგან",- ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.