ავტორი:

"მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა იენს სტოლტენბერგის მიერ" - რას წერს სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერზე"?

"მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა იენს სტოლტენბერგის მიერ" - რას წერს სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერზე"?

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

"დღეს მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა იენს სტოლტენბერგის მიერ. ამ რთულ გეოპოლიტიკურ დროში ვხედავთ, რომ საქართველოს შეუძლია დაეყრდნოს თავის პარტნიორებს, რომ ისინი განაგრძობენ ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას", - დაწერა პრეზიდენტმა Twitter-ზე.

შეგახსენებთ, ნატო-რუსეთის საბჭოს დასრულების შემდეგ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო-ს მოკავშირეებმა მოუწოდეს რუსეთს, გაიყვანოს საკუთარი ჯარი საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან და პატივი სცემს მათ ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

სტოლტენბერგის თქმით, ნატო არ წავა დათმობაზე ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით.

"ჩვენ არ წავალთ დათმობაზე ევროპის რომელიმე ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, არ წავალთ დათმობაზე ქვეყნების უფლებებთან დაკავშირებით, აირჩიონ საკუთარი გზა“,- აღნიშნა სტოლტენბერგმა.