საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაჰყავთ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში ცოტა ხანში მიიყვანენ, სადაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, საქმის არსებითი სხდომა გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.
აღნიშნული პირები ბრალს აღიარებენ.