ავტორი:

"ბიძინა ივანიშვილზე აუგს ვერ მათქმევინებენ" - ჯემალ ღაღანიძე ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და ახლანდელი და ძველი ხელისუფლების შეცდომებზე

"ბიძინა ივანიშვილზე აუგს ვერ მათქმევინებენ" - ჯემალ ღაღანიძე ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და ახლანდელი და ძველი ხელისუფლების შეცდომებზე

"ყველა სხვადასხვა გადმოსახედიდან ხედავს ამ ყველაფერს და ზოგიერთს მოსწონს კიდეც. არიან ისეთები, რომლებიც ამ ცხოვრებას აქებენ. იმიტომაც არის ეს ქაოსი და არეულობა. შეცდომები მოუვიდა მთავრობას - ახლანდელსაც, წინასაც და იმის წინასაც...“, - ამბობს საქართველოს დამსახურებული არტისტი და ღირსების ორდენის კავალერი, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი ჯემალ ღაღანიძე. როდესაც მას ქვეყანაში შექმნილი დღევანდელი ვითარების შესახებ საუბარი ვთხოვეთ, ხუმრობით გვითხრა, მთელი ცხოვრება ხელოვნებას ვემსახურე და ახლა ისეთს ნუ მათქმევინებთ, სიკვდილის მერე სადმე გადამაგდონო...

ჯემალ ღაღანიძე:

- ქვეყანაში უკიდურესად რთული სიტუაციაა და ჯერჯერობით ვერც ვხედავ რამე გამოსავალს. არ არსებობს ასე გაგრძელდეს, ყოვლად შეუძლებელია! ქვეყანა იმდენად მორყეულია, აღარ ვიცი, კიდევ რამეს თუ გაუძლებს... ახლა რა არეულობაცაა ქვეყანაში, ასეთი ჯერ არ ყოფილა. 1990-იანებში ხომ იყო ომი და გაჭირვება, მაგრამ მაშინაც კი არ იყო ამდენად რთული სიტუაცია. ახლა სულ უფრო ღიად გამომჟღავნდა ყველაფერი. ერთმანეთის მიმართ საშინელი ზიზღია, რაც ძალიან ცუდია.

- თქვენი აზრით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს ცუდად მოექცენ?

- ასე ნომრებით არ ვიცი, ვინ რომელია, რომელია მესამე პრეზიდენტი?

- მიხეილ სააკაშვილი.

- არ ვიცი, რას ნიშნავს, ცუდად მოექცნენ თუ კარგად... მისი ბედი ჩემი გადასაწყვეტი არ არის. დავიბენი და ვეღარც გავიგე, ვინ მართალს ამბობს და ვინ - ტყუილს. ისეთი დრო და ქაოსი დადგა, აღარ ვიცი, რა დასკვნა გამოვიტანო. მიხეილ სააკაშვილი, რასაკვირველია, ბევრ რამეში დამნაშავეა და დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს, ცოტა მაინც უნდა შეეხოს კანონი. თავისუფლად დადიოდეს და ყველაფერში მართალი ვარო ამბობდეს, ასე არ არის!

- ახლანდელი მთავრობის მთავარ შეცდომად რას მიიჩნევთ?

- ბიძინა ივანიშვილზე აუგს ვერ მათქმევინებენ... მან ხელოვანებს ნორმალური ცხოვრება შეგვიქმნა, კარგად ვიყავით, ქვეყანაში ამდენი რამ გააკეთა, მაგრამ შეცდომა ყველას აქვს და რასაკვირველია, ქვეყნის მართვის დროს მანაც დაუშვა შეცდომები... განაგრძეთ კითხვა