ოჯახის ექიმი თამუნა გოდერიძე სოციალურ ქსელში კოვიდპაციენტების მკურნალობასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. ის ყურადღებას ამახვილებს ქვეყანაში ვირუსის სამკურნალო მედიკამენტების შემოტანის აუცილებლობაზე. ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ბინაზე თვითნებურად მკურნალობის დროს პაციენტები შეცდომებს უშვებენ.
"ვირუსის ისეთი გავრცელების პირობებში როგორიც მომდევნო კვირებში გვექნება, ვფიქრობ, აზრს კარგავს ყოველდღიური ინფიცირებული შემთხვევების თვლა, თან განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რეინფიცირების შემთხვევების გაზრდა სტატისტიკურ მონაცემებში ზედდებულ ციფრებს ქმნის და მხოლოდ ფსიქოლოგიურად თრგუნავს საზოგადოებას.
დადგა ეტაპი რომ მხოლოდ ჰოსპიტალში მოთავსებული (ოღონდ ნამდვილად ვისაც ჭირდება! და იმედს ვიტოვებ რომ უკვე აღარავინ ხვდება არამიზნობრივად) შემთხვევების რაოდენობაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი.
რაც შეიძლება სწრაფად უნდა შემოვიდეს ქვეყანაში პერორალური გამოყენების მედიკამენტები, რომელსაც მხოლოდ ოჯახის ექიმების მიერ გაცემული რეცეპტის საფუძველზე მიიღებს ინფიცირებული.
მატერიალური და ადამიანური რესურსი აღარ უნდა დაიხარჯოს ბინაზე და ამბულატორიულ კლინიკებში ჩატარებულ ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად არაფრისმომცემ კვლვევებზე, ეს ეხება იმ პირებს რომელთაც პრაქტიკულად უსიმპტომო ან მსუბუქი მიმდინარეობა აქვთ, არიან აცრილები, ახალგაზრდები, არ აქვთ ქრონიკული დაავადებები და ა.შ.კოვიდი იმართება პაციენტის სუბიექტური მდგომარეობით და მხოლოდ ჩივილების სწორი ინტერპრეტაციისას ინიშნება კონკრეტული კვლევები და შესაბამისი მკურნალობა.
ნუ დავხოცავთ ჩიტებს ბომბით ( .... დღესაც გრძელდება ბინაზე არასწორი თვითნებური მკურნალობა ანტიბიოტიკებით და აცრილ დაბუსტერებულ პაციენტებში კოვიდის დადასტურების დღიდან გადასხმები “დექსამეტაზონებით”)" - წერს გოდერიძე.