ავტორი:

"გორის ჰოსპიტალთან იყო ერთი ცუგა... იმ დროს იწყებდა ყეფას, ჩემგან გასული ადვოკატები რომ კომენტარზე დგებოდნენ" - რა გაიხსენა სააკაშვილმა პროცესზე?

"გორის ჰოსპიტალთან იყო ერთი ცუგა... იმ დროს იწყებდა ყეფას, ჩემგან გასული ადვოკატები რომ კომენტარზე დგებოდნენ" - რა გაიხსენა სააკაშვილმა პროცესზე?

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორის ჰოსპიტალში ყოფნის პერიოდიდან კონკრეტული ეპიზოდი გაიხსენა, რომელიც ქუჩის ძაღლებ უკავშირდებოდა.

განცხადება მან სასამართლო პროცესზე გააკეთა.

"არ ვიცი რამ გამახსენა, არავის არ ვგულისხმობ... გორის ჰოსპიტალში რომ ვიყავი, უპატრონო ძაღლები იყვნენ გარეთ. რამდენიც გავიდოდნენ ჩემგან დეპუტატები, ადვოკატები ერთი ძაღლი იყო, საყვარელი ცუგა და როდესაც ვინმე დადგებოდა კომენტარზე, იწყებდა ყეფას. ეს იყო მისი ცხოვრებისეული ფუნქცია, რომ არ მიეცა საშუალება საუბრის.

როცა ახალი წელი მომილოცეს, მე რომ გადავძახე, იქაც იდგა და მახშობდა მე. არავინ არ მინდა თავის თავზე მიიღოს, ვინ არის ის ცუგა... ის სიმპატიური ცუგა იყო და არსებობენ ცუდი ქუჩის ძაღლები" - აღნიშნა სააკაშვილმა.