მრჩება შთაბეჭდილება, რომ უკანასკნელ პერიოდში საზოგადოების ნაწილის მაჯისცემიდან ხელი ავიღეთ, ამიტომ ბევრ ფრონტზე გვიწევს მუშაობა. გვჯერა, რომ ჩვენი შრომა გამოიღებს შედეგს, მათ შორის იმ მიმართულებით, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ტყვეობა ჰქვია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მისვლის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, პარტია „ნაციონალური მოძრაობა" სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად უნდა გადავიდეს გაძლიერებული მუშაობის რეჟიმზე და ყველას უნდა მისცენ რწმენა, რომ ოპოზიციაში ხელისუფლების ალტერნატივა არსებობს.
„არ ვიცი რისი თქმა უნდა ზუსტად მიხეილ სააკაშვილს, ამას დღევანდელ პროცესზე მოვისმენთ. რაც მთავარია, ეს ისტორიული უსამართლობა არის დასასრულებელი, უსამართლობა, რომელიც გულისხმობს სააკაშვილის პატიმრობას. მურუსიძეების, ღარიბაშვილების და ივანიშვილების გასასამართლებელი არ არის მიხეილ სააკაშვილი. გასაგებია, რომ ქვეყანაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა იმედი მაქვს, რომ მათი უმრავლესობა არის ობიექტური და არ აქვს ნდობა ამ სასამართლოს მიმართ. ამ ქვეყანაში სასამართლო როგორც სახელისუფლებო შტო არ არსებობს, ეს არის პრობლემა, რომლიდანაც გამომდინარეობს ეკონომიკური თუ სოციალურად მძიმე მდგომარეობა.
მრჩება შთაბეჭდილება, რომ უკანასკნელ პერიოდში საზოგადოების ნაწილის მაჯისცემიდან ხელი ავიღეთ, ამიტომ ბევრ ფრონტზე გვიწევს მუშაობა. გვჯერა, რომ ჩვენი შრომა გამოიღებს შედეგს მათ შორის იმ მიმართულებით, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ტყვეობა ჰქვია. ეს არის ისტორიული უსამართლობა რაც ამ კედლებს მიღმა ხდება. ადამიანები, რომლებიც არიან სააკაშვილის მხარდამჭერები ვერ იქნებიან გულგრილები. პარტია "ნაციონალური მოძრაობა" სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად უნდა გადავიდეს გაძლიერებული მუშაობის რეჟიმზე, უნდა მუშაობდეს ისე როგორც არასოდეს, თითქოს ეს არის საარჩევნო კამპანიის რეჟიმი, როდესაც ეს დამოკიდებულება გვექნება, დარწმუნებული ვარ საზოგადოება იქნება ბევრად უფრო მოტივირებული. ყველას უნდა მივცეთ რწმენა, რომ ოპოზიციაში არსებობს ხელისუფლების ალტერნატივა", - აღნიშნა ნიკა მელიამ.