ავტორი:

"გია ლორთქიფანიძე დამიკავშირდა და სააკაშვილის საქართველოში შემოყვანაში დახმარება მთხოვა" - რა განაცხადა ელგუჯა ცომაიამ?

"გია ლორთქიფანიძე დამიკავშირდა და სააკაშვილის საქართველოში შემოყვანაში დახმარება მთხოვა" - რა განაცხადა ელგუჯა ცომაიამ?

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული ელგუჯა ცომაია აძლევს ჩვენებას.

ცომაია დეტალურად ჰყვება, თუ ვინ დაუკავშირდა მას და ვინ სთხოვა მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში გადმოყვანაში დახმარება.

როგორც ბრალდებული აღნიშნავს, მას შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე, გია ლორთქიფანიძე დაუკავშირდა, რომელმაც მას დახმარება სთხოვა.

ცომაიას თქმით, ის სააკაშვილის საქართველოში შემოყვანაში დახმარებას ლორთქიფანიძის მხრიდან დახმარების სანაცვლოდ დაპირდა.

ბრალდებულის თქმით, არაჟნით დატვირთული სატვირთო მანქანით მან საბაჟო კონტროლი უპრობლემოდ გაიარა, ვინაიდან ის ბევრი წელია, უკრაინაში დადის.

ცნობისთვის, ელგუჯა ცომაიას მძიმე დანაშაულის დაფარვასა და საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებას ედავებიან. ის ბრალს აღიარებს.