ავტორი:

"ვინმემ ხვიჩას განვითარებას ხელი შეუშალა?" - რატომ დარჩა ხვიჩა კვარაცხელია "რუბინში" და რა სიახლეებია ქართველი ფეხბურთელების ტრანსფერებზე

"ვინმემ ხვიჩას განვითარებას ხელი შეუშალა?" - რატომ დარჩა ხვიჩა კვარაცხელია "რუბინში" და რა სიახლეებია ქართველი ფეხბურთელების ტრანსფერებზე

საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე, ნუკრი რევიშვილი ქართველი ფეხბურთელების ტრანსფერებს აქტიურად უწყობს ხელს და იგი აგენტ მამუკა ჯუღელთან თანამშრომლობს. ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, ახლა აქტუალური ირაკლი აზაროვის თურქეთში ჩაშლილი ტრანსფერიცაა. ასე რომ, ნუკრისთან საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა...

- მამუკა ჯუღელის მიმართ საქართველოში ისევ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება და ბევრი კრიტიკაა, რაც კვარაცხელიას არშემდგარმა ტრანსფერმა უფრო გააღვივა. რატომ დარჩა ხვიჩა "რუბინში"?

- მამუკა ჯუღელი გვერდით უამრავ ქართველ ფეხბურთელს დაუდგა, მათ შორის, მეც. მისი კრიტიკა იმის გამო, რომ კვარაცხელია ახლა "ბაიერნში" არ თამაშობს, საქმეში ნაკლებად ჩახედული ადამიანების მხრიდანაა. ვინმემ ხვიჩას განვითარებას ხელი შეუშალა? გასულ ზაფხულს რეალური სატრანსფერო წინადადება არ ყოფილა. "რუბინი" თავად ყიდულობს ფეხბურთელებს 7 მილიონ ევროდ და უფრო მეტად. შესაბამისად, როგორ წარმოგიდგენიათ, საკუთარი ლიდერი უფრო ნაკლებად გაასხვისოს?

- ჩვენთან ინტერვიუში ჯუღელმა "ტოტენჰემზე" ისაუბრა. კიდევ რა ვარიანტები არსებობდა

?- შესაბამისი შეთავაზება რომ ყოფილიყო, კლუბი მას აუცილებლად განიხილავდა, რადგან ხვიჩას ტრანსფერი მათ ინტერესებშიც იყო. ვხედავთ, რომ არსებული პანდემიური ვითარების გამო დიდი გარიგებები იშვიათია, გუნდები უფრო იჯარაზე მუშაობენ.

რაც შეეხება "ტოტენჰემის" ვარიანტს... განაგრძეთ კითხვა