ავტორი:

"ჩემი და ხუზმიკას სურათებს კლინიკიდან, დიდი გაუგებრობა მოჰყოლია... ფილტვების გასაშუქებლად ვიყავი" - რას წერს ინგა გრიგოლია?

"ჩემი და ხუზმიკას სურათებს კლინიკიდან, დიდი გაუგებრობა მოჰყოლია... ფილტვების გასაშუქებლად ვიყავი" - რას წერს ინგა გრიგოლია?

ტელეწამყვან ვახო ხუზმიაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება ჟურნალისტი ინგა გრიგოლია. როგორც გრიგოლია წერს, კლინიკაში ფილტვების გასაშუქებლად იყო მისული, ხოლო ახლა სახლშია და თავს კარგად გრძნობს.

"ჩემი და ხუზმიკას სურათებს კლინიკიდან, დიდი გაუგებრობა მოჰყოლია. კარგად ვარ, მადლობა! ფილტვების გასაშუქებლად ვიყავი, პასუხები კარგია და წამოვედი სახლში, მადლობა მოკითხვისთვის. დამდეგს გილოცავთ" - წერს ინგა გრილოლია "ფეისბუქზე"

ვახო ხუზმიაშვილმა რამდენიმე საათის წინ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა პირველ საუნივერისტეტო კლინიკის პალატაში გადაღებული მისი და ინგა გრიგოლიას ფოტო.

"ხომ დაუჯერებელია, მაგრამ კორონამ შეგვყარა ერთ ჭერქვეშ, ლევან რატიანის მდგმურები... " - დაწერა ხუზმიაშვილმა.

ცნობისთვის, ინგა გრიგოლიასა და ვახო ხუზმიაშვილს კოვიდი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდათ.