ავტორი:

ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ვიზა კვლავ გაუუქმეს - ჩოგბურთელს დეპორტაცია ემუქრება

ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ვიზა კვლავ გაუუქმეს - ჩოგბურთელს დეპორტაცია ემუქრება

ავსტრალიამ ჩოგბურთის ვარსკვლავს, ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა უკვე მეორედ გაუუქმა. მიზეზი ისაა, რომ მას ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს. იმიგრაციის მინისტრის, ალექს ჰოუკის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ჯოკოვიჩს ახლა დეპორტაცია ემუქრება.

თუმცა 34 წლის სერბს კვლავ შეუძლია სასამართლოს მიმართოს და მოგების შემთხვევაში, ქვეყანაში დარჩეს.

იმიგრაციის მინისტრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვიზის გაუქმების გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ინტერესების საფუძველზე მიიღო.

"მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაიცვას ავსტრალიის საზღვრები, განსაკუთრებით კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით,“- ნათქვამია განცხადებაში.

სერბ ჩოგბურთელს ნოვაკ ჯოკოვიჩს, რომელიც 5 იანვარს ავსტრალიაში ღია ჩემპიონატზე დასასწრებად ჩავიდა, ავსტრალიის საზღვარზე ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის არქონის გამო, ვიზა გაუუქმეს.

რამდენიმე დღის წინ ავსტრალიის სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად მიიჩნია და სპორტსმენის საიმიგრაციო პატიმრობიდან გათავისუფლების განკარგულება გასცა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი ე.წ. სამთავრობო დაკავების სასტუმროდან გაათავისუფლეს, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის იმიგრაციის მინისტრს უფლება ჰქონდა, პირადი უფლებამოსილება გამოეყენებინა და სპორტსმენისთვის ვიზა ხელახლა გაეუქმებინა.