ავტორი:

"მამა პეტრე კოლხი რა, ჩემი მდივანია თუ რა არის? ჯერჯერობით არ ვაპირებ დაბრუნებას" - მეუფე ზენონი დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას პასუხობს

"მამა პეტრე კოლხი რა, ჩემი მდივანია თუ რა არის? ჯერჯერობით არ ვაპირებ დაბრუნებას" - მეუფე  ზენონი დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას პასუხობს

მეუფე ზენონი მამა პეტრე კოლხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის დიდ ბრიტანეთში დევნილად ჩაბარდა, "მთავართან" პასუხობს.

"არ შეესაბამება სიმართლეს. მამა პეტრე კოლხი რა, ჩემი მდივანია თუ რა არის? ჯერჯერობით არ ვაპირებ დაბრუნებას, იმდენი საქმე მაქვს..." - აცხადებს სასულიერო პირი.

13 იანვარს მამა პეტრე კოლხმა დაწერა, რომ მეუფეს დევნილად ჩაბარების შესახებ "სარწმუნო წყარომ" მიაწოდა ინფორმაცია.

"უახლესი ინფორმაციით, რომელიც სარწმუნო წყარომ მომაწოდა, ქართული სამოციქულო ეკლესიიის წმინდა სინოდის ერთ-ერთი წევრი, ეპისკოპოსი ზენონ იარაჯული ბრიტანეთში დევნილად ჩაბარდა!" - დაწერა დეკანოზმა.