ავტორი:

"სააკაშვილს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადმოყვანის შემდეგ არ მისცემია პირად ექიმთან კონსულტაციის საშუალება... " - ადვოკატი

"სააკაშვილს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადმოყვანის შემდეგ არ მისცემია პირად ექიმთან კონსულტაციის საშუალება... " - ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის გიორგი მშვენიერაძის ინფორმაციით, სააკაშვილს პირად ექიმთან კონსულტაციის შესაძლებლობა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის დღიდან არ მისცემია, რის გამოც პენიტენციური დაწესებულების წინააღმდეგ სამართლებრივ რეაგირებას აპირებენ.

ადვოკატის თქმით, ექიმების დაშვებასთან დაკავშირებით განცხადება არაერთხელ აქვთ ჩაბარებული, ასევე საჭიროა MRI კვლევის ჩატარება, რაზეც მოსაზრება არაერთ ექიმს აქვს დაფიქსირებული.

"პრეზიდენტ სააკაშვილს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადმოყვანის შემდგომ არ მისცემია პირად ექიმთან კონსულტაციის საშუალება. ეს არის კანონის მოთხოვნების უხეში დარღვევა, მისი დაავადება დაკავშირებულია ნევროლოგიურ პრობლემებთან და მოითხოვს რეაგირებას სამედიცინო თვალსაზრისით. გასაკეთებელია მნიშვნელოვანი გამოკვლევები, რომელზეც დღემდე დუმს სასჯელაღსრულების სისტემა. ამიტომ დღეს ამ საკითხებს გავივლით პრეზიდენტ სააკაშვილთან და მომავალი კვირიდან დავიწყებთ სამართლებრივ რეაგირებას. განცხადება არაერთხელ ჩაბარებულია, მათ შორის 3 იანვარს ექიმების დაშვებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება MRI კვლევას, ამაზე მოსაზრება დაფიქსირებული აქვს არაერთ ექიმს, მათ შორის სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრებს”, - აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.