ავტორი:

მოულოდნელი "ლოქდაუნის" გამო, ქალს ე.წ. ბრმა პაემანზე გაცნობილ მამაკაცთან სახლში გამოკეტვა მოუწია - უჩვეულო შემთხვევა ჩინეთში

მოულოდნელი "ლოქდაუნის" გამო, ქალს ე.წ. ბრმა პაემანზე გაცნობილ მამაკაცთან სახლში გამოკეტვა მოუწია - უჩვეულო შემთხვევა ჩინეთში

მოულოდნელი "ლოქდაუნის" გამო, ქალს ე.წ. ბრმა პაემანზე გაცნობილ მამაკაცთან სახლში გამოკეტვა მოუწია.

ქალი, რომელიც ჩინურ სოციალურ მედიაში მისის ვანგის სახელით გამოჩნდა, წინა კვირას ყვებოდა, რომ ის მამაკაცთან სახლში სავახშმოდ იმყოფებოდა, როცა მოულოდნელად "ლოქდაუნი" გამოცხადდა და მომდევნო დღეების იქვე გატარება მოუწია.

"ასაკი მომემატა, ამიტომ ჩემმა მშობლებმა უკვე 10-მდე პაემანზე გამიშვეს," - წერს ის Wechat-ის პოსტში. მან ისიც თქვა, რომ მეხუთე მამაკაცი, რომელთანაც პაემანზე აპირებდა წასვლას, "კარგი მზარეული იყო, ამიტომ მან გადაწყვიტა, სახლში დავეპატიჟე და თავისივე მომზადებული კერძებით გამმასპინძლებოდა".

სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, შუა ვახშმობისას აღმოაჩინეს, რომ ბიჭის საცხოვრებელი რეგიონი, კოვიდის შემთხვევების მომატების გამო, კარანტინში მოექცა და მათ სახლის დატოვებაც კი არ შეეძლოთ.

მისის ვანგმა მედიას განუცხადა, რომ ბიჭთან 4 დღის განმავლობაში დარჩა და სიტუაცია "არ იყო იდეალური", მაგრამ ისიც დაუმატა, რომ ახალგაცნობილი მამაკაცი მისთვის ყოველდღე ამზადებდა სხვადასხვა კერძებს.

ქალს სოციალურ ქსელში ვიდეობლოგებიც კი აუტვირთავს იმის საჩვენებლად, თუ როგორ ზრუნავდა კაცი მასზე, სანამ სახლში ერთად იყვნენ გამოკეტილები. მიუხედავად ყველაფრისა, მისის ვანგმა, მამაკაცს მინუსიც აღმოუჩინა: "ძალიან ცოტას ლაპარაკობს".

წამოვიდა თუ არა ქალი ბიჭის სახლიდან, ან აპირებენ თუ არა ისინი ურთიერთობის გაგრძელებას, ჯერ კიდევ უცნობია.

წყარო: BBC

მოამზადა ანა სიბოშვილმა