ავტორი:

სააკაშვილი და "ჩაკრულო" - რას ედავება ექსპრეზიდენტს საქართველოს სამეფო სახლი?

სააკაშვილი და "ჩაკრულო" - რას ედავება ექსპრეზიდენტს საქართველოს სამეფო სახლი?

საქართველოს სამეფო სახლი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილმა გუშინდელ პროცესზე, ტექსტი "ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა" სამეფო სახლთან მიმართებაში სიძულვილის კონტექსტში გამოიყენა.

"საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ამა წლის 13 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოსვლისას ცნობილი ქართული სიმღერის "ჩაკრულოს“ ტექსტი "ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა“ გამოიყენა საქართველოს სამეფო სახლთან მიმართებაში სიძულვილის კონტექსტში. 1512 წლიდან დღემდე 30 პირი ატარებდა მუხრანბატონის წოდებას და დღეს ამ წოდების მატარებელია დავით ბაგრატიონ მუხრან-ბატონი, როგორც საქართველოს სამეფო სახლის მეთაური. თხოვნით მივმართავთ ყველას არ გამოიყენოს ეს ტიტული დღევანდელი დისკუსიის ჭრილში“, - ნათქვამია საქართველოს სამეფო სახლის განცხადებაში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, 13 იანვრის სასამართლოს პროცესზე სადაც საზღვრის უკანონო კვეთის საქმე განიხილებოდა, ქართველო ხალხის თავისუფლებისთვის ისტორიული ბრძოლის კონტექსტში მოიყვანა ციტატა ხალხური სიმღერიდან „ჩაკრულო“.

“გავიმარჯვეთ, იმიტომ, რომ გადამწყვეტია ეს. ქართველი ხალხი ყოველთვის თავის თავში პოულობდა ძალას გაერთიანებისთვის და თავის თავის დახსნისთვის და ქართველმა ხალხმა უნდა დაიხსნას საკუთარი თავი. გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ ჩვენ ისტორიულად არ ვეპუბოდით ჩაგვრას და ისტორიულად არ გვიყვარდა ჩვენი ფეოდალები "ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა“ - ჩემი დაწერილი ტექსტი არ არის“,- თქვა სააკაშვილმა.

"საქმის გარემოებებს დავიბრუნდეთ" , - მოუწოდა პროკურორმა მიხეილ სააკაშვილს. რაზეც სააკაშვილმა უპასუხა: "ჩაუხტი მუხრან ბატონს, ამაზე მეტი გარემოება რა გინდა, ჩამოუხტი“.

ცნობისთვის, გუშინდელ პროცესზე საქართველოს მესამე პრეზიდენტს საუბრისას მოსამართლემ უთხრა, რომ საქმის გარემოებას დაბრუნებოდა. სააკაშვილის პასუხი კი ასეთი იყო:

"ჩამოვუხტი მუხრან ბატონს, ამაზე მეტი გარემოება რაღა გინდათ?! ჩამოვუხტი მუხრან ბატონს“, - აღნიშნა სააკაშვილმა.