პროექტის წარმატება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მენეჯერის კომპეტენციასა და უნარებზე, რომელთა გამომუშავებაც სწორად შედგენილი სასწავლო კურსისა და გამოცდილი ტრენერების დახმარების გარეშე შეუძლებელია.
დასაქმების ბაზარზე აღნიშნული კვალიფიკაციის მქონე კადრებზე არსებული დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, „ალტე უნივერსიტეტში“ შეიქმნა Project Management-ის კურსი, რომელსაც გამოცდილი პროფესიონალები უძღვებიან.
კურსის ხელმძღვანელი „თიბისი ბანკის“ ეჯაილ ტრანსფორმაციის ლიდი ინგა ყელაურაძეა, რომელსაც პროექტის მენეჯმენტის მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. Project Management-ს ასევე წარმართავენ მენტორები თეო ცერაძე და გუკა კიტია, რომლებიც არაერთი წარმატებული პროექტის ხელმძღვანელები თუ თანამონაწილეები არიან.
ვისთვის არის „ალტე უნივერსიტეტის“ პროექტის მენეჯმენტის კურსი და რა სახის ცოდნის მიღების შესაძლებლობას აძლევს ის მონაწილეებს, ამის შესახებ Ambebi.ge-ს მისი ხელმძღვანელი ინგა ყელაურაძე ესაუბრა:
რას მოიცავს „ალტე უნივერსიტეტის“ პროექტის მენეჯმენტის კურსი და მის ფარგლებში კონკრეტულად რა სახის ცოდნას მიიღებენ მონაწილეები?
პროექტის მენეჯმენტის კურსი მოიცავს ზოგადად პროექტების მართვის სრულ ციკლს, რომელშიც შედის: დაგეგმვა, ბიუჯეტირება, გუნდისა და სტეიკჰოლდერების მართვა, შედეგების გაზომვის ინსტრუმენტები და მონიტორინგი, ღირებულებაზე დაფუძნებული შედეგები, რისკების იდენტიფიცირება და მართვა.
მნიშვნელოვანია, რომ ეს კურსი კონკრეტული მიმართულების პროექტებზე არ არის მორგებული. იგი მოიცავს ზოგად ინსტრუმენტებს დაწყებული ინიცირების ფაზიდან, დამთავრებული დანერგვისა და ცვლილების მართვის ფაზით. დეტალურად განვიხილავთ, თუ რა პროცესებისგან შედგება პროექტის მართვა, რა კომპეტენციები გვჭირდება ეფექტურად მუშაობისთვის და რა ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენოთ მეტი წარმატებისთვის, ასევე, თუ რა გამოწვევები გვხვდება თანამედროვეობაში და როგორ ვუპასუხოთ მათ, როგორ ვმართოთ რესურსები და რა თანამედროვე მიდგომები და მეთოდები გამოვიყენოთ ამისთვის.
ვისთვის არის განკუთვნილი Project Management-ის კურსი და გვჭირდება თუ არა გარკვეული ცოდნა და კომპეტენცია მასზე მოსახვედრად?
კურსის გავლა მნიშვნელოვანია როგორც შუა რგოლის მენეჯერებისთვის, ისე კონკრეტული მიმართულების ლიდერებისთვის, პროდუქტის მენეჯერებისთვის და სხვა ნებისმიერი მიმართულების ადამიანისთვის, რომელთა საქმიანობაშიც შედის მცირე თუ დიდ მასშტაბიანი პროექტის მართვა.
მონაწილეები პრაქტიკულ გამოცდილებას Project Management-ის კურსის ფარგლებშივე შეიძენენ, რაც მათ თავიანთ საქმიანობის ეფექტურად წარმართვაში მნიშვნელოვნად დაეხმარებათ.
საინტერესოა, რამდენად მოთხოვნადია დასაქმების ბაზარზე პროექტის მენეჯმენტის გამოცდილება და კომპეტენცია?
აღნიშნული კომპეტენცია ბევრ სხვადასხვა პროფესიის ადამიანს სჭირდება. აუცილებელი არაა, კონკრეტულად პროექტის მენეჯერი გერქვას, მნიშვნელოვანია გქონდეს ის თვისებები და უნარები, რომლებიც გარკვეული პროცესების მართვისთვის გჭირდება.
გამომდინარე იქედან, რომ გარემო ძალიან ცვალებადი გახდა, კომპეტენციები სწრაფად ვითარდება და დასაქმების ბაზარიც შესაბამისად რეაგირებს. ამ პროცესის მართვა კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
მიუხედავად იმისა, რომ თვითკმარი, თვითორგანიზებადი, დამოუკიდებელი, ფოკუსირებული მიმართულებების ჩამოყალიბებაზე ბევრს ვსაუბრობთ, ვფიქრობ, კოორდინაცია და მართვა როგორც ფუნქცია, ყოველთვის საჭიროდ რჩება და ამ სამუშაოს სხვადასხვა პოზიციის მქონე ადამიანები აკეთებენ, იქნება ეს შუა რგოლის მენეჯერი თუ სხვა, თუმცა აქ უკვე შემოდის კონკრეტულად პროექტის მენეჯერის კადრის საჭიროების საკითხი, რომელსაც სპეფიციკური ცოდნა აქვს და ზუსტად ესმის ის, თუ როგორ მართოს სხვადასხვა მიმართულება გააზრებულად. ეს პროცესი უმნიშვნელოვანესია წარმატებისა და საბოლოო შედეგის მისაღწევად, რადგან თუ პროცესს ერთიან სურათსა და სხვადასხვა ასპექტში ვერ ხედავ, შეიძლება მართვის სადავეები გაგექცეს, იქნება ეს ბიუჯეტი, რისკები, ადამიანური რესურსები თუ სხვა.
იქედან გამომდინარე, რომ პროცესის მართვა, მენეჯერული საქმიანობა ბევრ როლთან და პოზიციასთან ასოცირდება, სამწუხაროდ, ხანდახან ის კარგად გააზრებული და სტრუქტურირებული არ არის, რაც გამოწვევაა. წარუმატებული პროექტების სტატისტიკასაც რომ შევხედოთ, ხშირ შემთხვევაში, ბევრი შეცდომა ხდება ზუსტად იმის გამო, რომ პროცესი სწორად არ იმართებოდა, შესაბამისად, ამგვარი კომპეტენციის განვითარების საჭიროება ძალიან დიდია.
რა უნარებია საჭირო პროექტის მენეჯმენტისთვის და ამ კურსის ფარგლებში რამდენად მიეცემათ მონაწილეებს მათი გამომუშავების შესაძლებლობა?
ჩვენ ძირითადად ყურადღებას გავამახვილებთ სწორი ინსტრუმენტების შესწავლასა და გაზიარებაზე. ასევე, გავაცნობთ, რა საერთაშორისო თუ თანამედროვე გამოცდილება არსებობს და როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ შეცდომები არ გაგვეპაროს.
რაც შეეხება მართვის უნარებს, ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაცია და ამ მიმართულებით მცირედი გამოცდილება. შევეცდებით, ჩვენი კურსის მონაწილეებს სწორი ხედვის ჩამოყალიბებაში დავეხმაროთ და შემდეგ, შესაბამისი ინსტრუმენტები თუ მეთოდოლოგია გავუზიაროთ.
როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებენ მენეჯერები კურსის ფარგლებში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვას და რამდენად მოამზადებს კურსი მათ ამისთვის?
სამივე ჩვენგანმა ძალიან დიდი აქცენტი გავაკეთეთ პრაქტიკულ ნაწილზე. ეს არ იქნება სალექციო კურსი, სადაც კურსის მონაწილეებს მხოლოდ თეორიას გავაცნობთ ან მხოლოდ შესაბამის პრეზენტაციებსა და მასალებს წარვუდგენთ. შევეცდებით, რომ ძალიან ბევრი რეალური და პრაქტიკული ქეისის გარჩევის გზით მივცეთ კონკრეტული გამოცდილება, რის გამოყენებასაც შემდეგ ძალიან მარტივად შეძლებენ თავიანთ საქმიანობაში.
თეორიის პარალელურად, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, აქტივობებითა და ვორქშოპებით ვეცდებით კურსის მონაწილეებს ძალიან საჭირო პარალელები გავავლებინოთ რეალურ ცხოვრებასა და მათ საჭიროებებთან.
რამდენად მნიშვნელოვანია, უნივერსიტეტებმა გაითვალისწინონ შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნები და ასახონ ეს მიმართულებაც თავიანთ სასწავლო პროგრამებში?
რა თქმა უნდა, თეორიას თავისი დატვირთვა აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ არის შესაძლებელი თეორიის ადაპტირება შენს საჭიროებებსა და რეალობასთან ისე, რომ იგი გამოუსადეგარი არ გახდეს. შესაბამისად, სწავლების პროცესში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკული გამოცდილების მქონე ადამიანების მოზიდვა და ჩართულობა, რადგან თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების კომბინაცია იძლევა იდეალურ შედეგს.
როცა ასე სწრაფად განვითარებად ინდუსტრიებში, თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ საქმიანობას ერთმანეთთან ვერ აკავშირებ ან როცა მხოლოდ ერთი გაქვს და მეორე მიმართულების დეფიციტია, შეცდომებს უშვებ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე მათგანი სასწავლო პროგრამიდანვე მოგყვებოდეს. სწორედ ამიტომ მგონია, რომ უკვე გამოცდილი და კომპეტენტური ადამიანების მოზიდვა უნივერსიტეტებისთვის და კურსით დაინტერესებული ადამიანებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
აღსანიშნავია, რომ „ალტე უნივერსიტეტის“ Project Management-ის კურსზე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
ერთთვიანი ინტენსიური კურსის ფარგლებში დაგეგმილი პირველი ტრენინგი 14 თებერვალს ჩატარდება.
კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ „ალტე უნივერსიტეტის“ ვებ-გვერდზე.
R