ავტორი:

ავსტრალიის ხელისუფლებამ ნოვაკ ჯოკოვიჩის დეპორტაცია დროებით შეაჩერა

ავსტრალიის ხელისუფლებამ ნოვაკ ჯოკოვიჩის დეპორტაცია დროებით შეაჩერა

ავსტრალიის მთავრობა სერბი ჩოგბურთელის, ნოვაკ ჯოკოვიჩის დეპორტაციის გადავადებას დათანხმდა. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ჯოკოვიჩის ადვოკატებმა სასამართლოში სარჩელი მას შემდეგ შეიტანეს, რაც იმიგრაციის მინისტრმა სპორტსმენს ვიზა მეორედ გაუუქმა. სასამართლო მოსმენა კვირისთვის არის დაგეგმილი, ანუ "ავსტრალიის ღია ჩემპიონატის“ გახსნამდე ერთი დღით ადრე და გადაწყვეტილების გამოტანამდე მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანის დეპორტაცია არ მოხდება.

"ევრონიუსი“ წერს, რომ ჯოკოვიჩისთვის უფრო მეტია სასწორზე, ვიდრე წლევანდელი ჩემპიონატი, რადგან ავსტრალიიდან დეპორტაციას, როგორც წესი, ქვეყანაში შესვლის სამწლიანი აკრძალვა მოსდევს.