ავტორი:

სააფთიაქო ქსელი "იმპექსი“ 500-ლარიანი ვაუჩერის პროგრამაში ჩართულ პენსიონერებს სთავაზობს ვაუჩერის განაღდებას ყოველდღიური ფასდაკლებით და საჩუქრად 75 ლარს "ზე“ ბარათზე

სააფთიაქო ქსელი "იმპექსი“ თბილისის მერიის მიერ სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის 500 ლარიანი ვაუჩერების გაცემის პროგრამას შეუერთდა და პროექტის ბენეფიციარებს სთავაზობს ვაუჩერის განაღდებას ყოველდღიური ფასდაკლებებით და საჩუქრად 75 ლარის ექვივალენტ ქულას "ზე“ ბარათზე. ქულების გადაცვლა შესაძლებელია "იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში წარმოდგენილ ნებისმიერ პროდუქციაზე, როგორც მედიკამენტებსა და სამედიცინო ტექნიკაზე, ასევე პარაფარმაციის პროდუქტებზე.

ვაუჩერით სარგებლობა შესაძლებელია ყოველდღიურად, მთელი წლის განმავლობაში "იმპექსის“ ნებისმიერ აფთიაქში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ოჯახის ექიმის დანიშნულების საფუძველზე.

სააფთიაქო ქსელი "იმპექსი“ წარმოდგენილია 100 აფთიაქით, საქართველოს ყველა რეგიონში. კომპანია 2018 წლიდან ფლობს მენეჯმენტის საერთაშორისო ხარისხის სერთიფიკატს ISO 9001:2015. კომპანიის მიზანია ხარისხი ხელმისაწვდომი გახადოს ფართო აუდიტორიისთვის. "იმპექსფარმი“ ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკური ბრენდების იმპორტს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიდან და დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე. კომპანია 100-ზე მეტ მედიკამენტების მწარმოებელთან თანამშრომლობს, რომლებიც პრეპარატებს საერთაშორისო ფარმაცევტული GMP სტანდარტების შესაბამისად აწარმოებენ.

(R)