ავტორი:

პრინც ენდრიუს სამხედრო წოდებები და ტიტული ჩამოართვეს - სამეფო ოჯახის გადაწყვეტილება და სკანდალური საქმე: "ის თავს, როგორც კერძო პირი, ისე დაიცავს"

პრინც ენდრიუს სამხედრო წოდებები და ტიტული ჩამოართვეს - სამეფო ოჯახის გადაწყვეტილება და სკანდალური საქმე: "ის თავს, როგორც კერძო პირი, ისე დაიცავს"

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის გადაწყვეტილებით, ელისაბედ მეორის ვაჟს, პრინც ენდრიუს ჩამოართვეს სამხედრო წოდებები და ის ვეღარ ისარგებლებს სამეფო პატრონაჟი.

ამასთანავე, ბუკინგემის სასახლის ოფიციალური ინფორმაცის თანახმად, იორკის ჰერცოგი ენდრიუ აღარ შეასრულებს სამეფო ოჯახის წევრის საზოგადოებრივ ვალდებულებებს და მის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეში თავს, როგორც კერძო პირი, ისე დაიცავს.

BBC-ის თანახმად, პრინცმა ენდრიუმ დაკარგა ტიტულიც "თქვენო სამეფო უმაღლესობავ“.

სამეფო ოჯახმა ეს გადაწყვეტილებები მას შემდეგ მიიღო, რაც პრინც ენდრიუს ადვოკატებმა ამერიკული სასამართლო ვერ დაარწმუნეს, შეეწყვიტა სექსუალური ძალადობის შესახებ პრინცის მიმართ წაყენებული ბრალდების განხილვა.

ვირჯინია ჯუფრე

შეგახსენებთ, პრინც ენდრიუს, რომელიც თებერვალში 62 წლის ხდება, ბრალს სდებს 38 წლის ამერიკელი ვირჯინია ჯუფრე (რობერტსი). ის ერთ-ერთი მოწმე იყო ამერიკელი მილიარდერის ჯეფრი ეპსტინის საქმეში, რომელიც პროსტიტუციაში არასრულწლოვანთა ჩართვასა და ტრეფიკინგში იყო ბრალდებული. ჯუფრეს მტკიცებით, ეპსტინის წვეულებებში მონაწილეობდა პრინცი ენდრიუც და 2000-იანი წლების დასაწყისში, როცა ვირჯინია 17 წლის იყო, მასზე სექსუალურად იძალადა.

პრინცი ამას კატეგორიულად უარყოფს.

ვირჯინიას მტკიცებით, ეს ფოტო პრინცთან მას ჯეფრი ეპსტინმა გადაუღო

ჯეფრი ეპსტინის საკანში გარდაცვლილი გასული წლის აგვისტოში იპოვეს. მან თავი მოიკლა. ამერიკელი მილიარდერის საქმეში, პრინცი ენდრიუს გარდა, უამრავი ცნობილი ადამიანი ფიგურირებს.