ახალი ადამიანი ობობას „No way home”-ის მსოფლიო პრემიერა 17 დეკემბერს შედგა. ფილმმა მსოფლიოს მასშტაბით დიდი პოპულარობა მოიპოვა, რაზეც პირველ რიგში ნახვების სტატისტიკა მეტყველებს. მაყურებლები, რომლებმაც ფილმი უკვე ნახეს, დიდ ეკრანზე ჰიუნდაის ავტომობილებს IONIQ5-სა და Tucson-საც შეამჩნევდნენ, რომლებიც ფილმის საკმაოდ ემოციურ და დინამიურ მომენტებში ჩნდებიან.
ავტომობილების ფილმში ინტეგრაცია Hyundai Motor Company-სადა Sony Pictures Entertainment-ის მიერ შემუშავებული მარკეტინგულიკამპანიის ნაწილია,რომელიც გლობალურ სატელევიზიო რეკლამასა და სხვადასხვა ციფრულ აქტივობასაც მოიცავს. Hyundai Motor-ისა და სონი ფიქჩერის თანამნშრომლობა 2020 მაისიდან დაიწყო. კოლაბორაციის მთავარი მიზანი ჰიუნდაის პროდუქტისა და ტექნოლოგიური ინოვაციების მეშვეობით, ადამიანზე ორიენტირებული მობილობის კონცეფციის წარმოჩენაა.
„IONIQ5-ისა და Tucson-ის ინტეგრაცია „სონი ფიქჩერის“ ფილმებში ჩვენი პარტნიორული ურთიერთობის დასაწყისია. Spider-man: No Way Home-ში ჩვენი ავტომობილების ჩართულობა პოზიტიურ მოლოდინებს გვიჩენს. ფილმის ემოციურ მომენტებში ჰიუნდაის ავტომობილების გამოჩენა მილიონობით მაყურებელს დადებით განწყობას შეუქმნის“ - თომას შიმერა,ჰიუნდაის ვიცე პრეზიდენტი. „ჰიუნდაი ტექნოლოგიისა და ინოვაციური დიზაინის სინონიმად ჩამოყალიბდა, ამიტომ ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ ავტომობილებისთვის ახალი, თამამი კამპანია, დაიწყეს, რომელიც ფრთებს ფილმში „ადამიანი ობობა“ გაშლის. ეჭვი არ მეპარება, რომ Ioniq 5-ის ხილვით ფილმის ფანები მოხიბლული დარჩებიან“ - ჯეფრი გოდსიქი, სონი ფიქჩერის გლობალური პარტნიორი და ბრენდ მენეჯერი.
სპაიდერმენში IONIQ 5-ისა და Tucson-ის ერთობლივი დებიუტის გარდა, Hyundai-მ „ადამიანი ობობას“ თემის ირგვლივ მარკეტინგული კამპანია განავრცო და ახალი მხიარული სარეკლამო რგოლიც შემოგვთავაზა სახელწოდებით „Only Way Home”. რომელშიც მთავარ როლებს ტომ ჰოლანდი და იაკობ ბატალონი თამაშობენ.
„მოწინავე ტექნოლოგიებითა და ექსტრაორდინალური ვიზუალით გამორჩეული IONIQ 5, ჩვენი აზრით, ზუსტად ჯდება ფილმის ხასიათში. ჰიუნდაის თანამშრომლობა მარველთან და მის პერსონაჟებთან საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ამიტომ, მიმაჩნია რომ ფილმის მაყურებლები ამჯერადაც ისიამოვნებენ ჩვენი და „სონი ფიქჩერსის“ თანამშრომლობის ნაყოფით.- ენჯელ ზეპედა, Hyundai Motor America-ს მარკეტინგის მთავარი ხელმძღვანელი.
ჰიუნდაისა და სონი ფიქჩერსის თანამშრომლობა გრძელდება და მომავალი კამპანიები Uncharted და Spider-Man: Into the Spider-Verse ფილმებთანაა დაკავშირებული.
R