ავტორი:

შედგება თუ არა სამმხრივი შეხვედრა - ვლადიმერ ზელენსკის შეთავაზება ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს

შედგება თუ არა სამმხრივი შეხვედრა - ვლადიმერ ზელენსკის შეთავაზება ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სამმხრივ შეხვედრაზე მიიწვია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრეი იერმაკმა განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

"ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით რუსეთის მხრიდან პასუხს, მაგრამ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები გარკვეული ინტერესით შეხვდნენ ჩვენს წინადადებას“, - აღნიშნა ანდრეი იერმაკმა.

მისი თქმით, კიევი მხარეებს ვირტუალურ შეხვედრას სთავაზობს.

"ვფიქრობ, ეს არის პროაქტიული პოზიცია, რომელიც უკრაინას მოლაპარაკებებში ჩართავს. თუ საუბარია ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურის განხილვაზე, აუცილებელია უკრაინის ჩართვა", - აღნიშნა იერმაკმა.