ავტორი:

"ბატონო ზელენსკი, თქვენთვის ცუდი სიახლე მაქვს: 17 იანვარს უკრაინაში ვბრუნდები" - პოროშენკო

"ბატონო ზელენსკი, თქვენთვის ცუდი სიახლე მაქვს: 17 იანვარს უკრაინაში ვბრუნდები" - პოროშენკო

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ ვარშავადან უკრაინაში 17 იანვარს ბრუნდება, - ამის შესახებ პოროშენკომ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ მიმართვაში განაცხადა.

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის ხელისუფლება ყველა ღონეს მიმართავდა მის დასაშინებლად.

„ისინი შეეცადნენ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დახმარებით ჩემს დაკავებას. რატომ კეთდება ეს? პირველ ყოვლისა, ჩემს დასაშინებლად. მათ ეს ნამდვილად არ გამოუვათ. ისევე, როგორც ჩვენ არ გვეშინოდა პუტინის, ისევე როგორც ჩვენ მას წინააღმდეგობა გავუწიეთ, ჩვენ ნამდვილად არ შეგვეშინდება ზელენსკის“, – აღნიშნავს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი.

მისი თქმით, უკრაინაში იმ მიზნით ბრუნდება, რომ უკრაინა დაიცვას რუსეთის აგრესიისგან.

„ბატონო ზელენსკი, თქვენთვის ცუდი სიახლე მაქვს: 17 იანვარს 09:10 საათზე ვარშავადან რეისით მე უკრაინაში ვბრუნდები. რა თქმა უნდა, არა იმისთვის, რომ თქვენგან დავიცვა თავი, თქვენ ამად არ ღირხართ. არამედ იმისთვის, რომ უკრაინა დავიცვა. დავიცვა უკრაინა რუსეთის აგრესიისგან. დღეს აქ ბრიუსელში, ყველა ამბობს, რომ ეს არის საფრთხე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. შესაძლოა, ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე ბოლო 30 წლის განმავლობაში. თუმცა თქვენ ეს არ გესმით“, - აცხადებს პოროშენკო მიმართვაში.