რეპერ ქანიე უესთის, იგივე Ye-ს გარშემო სკანდალები არ წყდება. კიმ კარდაშიანთან დაშორების შემდეგ, მისი ცხოვრება კიდევ უფრო მეტად იქცევს მედიის ყურადღებას.
მედიის ცნობით, შესაძლოა, ქანიე დააკავონ. მის წინააღმდეგ ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტში საჩივარი შევიდა. რეპერს კლუბ Soho Warehouse-სთან მამაკაცის ცემას ედავებიან.
ქანიე ჯერჯერობით დაკავებული არ არის. რეპერი თავადვე ჰყვება ინციდენტის შესახებ და ამბობს, რომ ხელი დაარტყა კაცს, რომელმაც მას ავტოგრაფი სთხოვა.
როგორც TMZ-ი წერს, ინციდენტი ღამის 3 საათზე მოხდა და ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება.
ქანიე უესთი ამბობს, რომ ეს ადამიანი მისი თაყვანისმცემელი არ ყოფილა და ავტოგრაფს იმიტომ სთხოვდა, რათა შემდეგ ძვირად გაეყიდა.