ავტორი:

ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ, ტონგაში დაღუპულების და დაშავებულების შესახებ ცნობების მოპოვება ვერ ხერხდება - გაითიშა სატელეფონო და ინტერნეტ კავშირი (ფოტოები)

ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ, ტონგაში დაღუპულების და დაშავებულების შესახებ ცნობების მოპოვება ვერ ხერხდება - გაითიშა სატელეფონო და ინტერნეტ კავშირი (ფოტოები)

წყნარი ოკეანის კუნძულოვან სახელმწიფო ტონგაში წყალქვეშა ვულკან ჰინგა-ტონგას ამოფრქვევის შედეგად სატელეფონო და ინტერნეტ კავშირი გაწყდა, რის გამოც დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ვერ ხერხდება.

ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

საკომუნიკაციო ხაზები შაბათს, ადგილობრივი დროით საღამოს 19:00 საათისთვის გაითიშა. კუნძულის 105 000 მცხოვრებთან დაკავშირება თითქმის შეუძლებელია. პირველადი ინფორმაციით, დაზიანებულია ნავები, მაღაზიები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა.

"დედაქალაქი ნუკუალალოფა დაფარულია ვულკანური მტვრის სქელი საფარით, მაგრამ სხვა მხრივ სიტუაცია დასტაბილურებულია. ჩვენ ჯერ არ მიგვიღია ახალი ამბები სხვა სანაპირო რაიონებიდან”, - განაცხადა ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნიმ.

შაბათს ტონგას მახლობლად წყალქვეშა ვულკანი ამოიფრქვა, რამაც 1,2 მეტრიანი ცუნამის ტალღების გამოიწვია. ტონგას სანაპიროებზე ევაკუაციის ბრძანება გაიცა, ისევე როგორც წყნარი ოკეანის სამხრეთით რამდენიმე კუნძულზე.