ავტორი:

"ლაგოდეხში მამაკაცმა ყოფილი მეუღლე ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა, დანაშაულის დაფარვის მიზნით სახლში გაზქურის ონკანი გახსნა და მიიმალა" - შსს

"ლაგოდეხში მამაკაცმა ყოფილი მეუღლე ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა, დანაშაულის დაფარვის მიზნით სახლში გაზქურის ონკანი გახსნა და მიიმალა" - შსს

შსს ლაგოდეხში ყოფილი ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის საქმეზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

გამოძიების თანახმად, მამაკაცმა ყოფილი მეუღლე ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ სახლში არსებული ბუნებრივი აირის გაზქურის ონკანი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1985 წელს დაბადებული გ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 13-იდან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გ.ბ.-მ ყოფილი მეუღლე, 1984 წელს დაბადებულ ნ.ჭ. ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ სახლში არსებული ბუნებრივი აირის გაზქურის ონკანი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად გ.ბ. დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.