ავტორი:

"აი, ასეთი ამბავია საბადურში ამ წუთებში" - რა ფოტო ვრცელდება სოციალურ ქსელში

"აი, ასეთი ამბავია საბადურში ამ წუთებში"  - რა ფოტო ვრცელდება სოციალურ ქსელში

საბადურის ტყე ის ადგილია, რომელიც წელიწადის ყველა დროს ულამაზესია და მას ადამიანები ფოტოების გადასაღებად ხშირად სტუმრობენ. ამჯერად დათოვლილი საბადური იპყრობს ყურადღებას.

როგორც ჩანს, ახლაც ბევრი ადამიანი მიდის იქ თოვლისთვის და სურათების გადასაღებად, რის გამოც გზაზე საავტომობილო მოძრაობა გართულებულია.

სოციალურ ქსელში ლია ხარანაული ავრცელებს ფოტოს, სადაც საბადურის ტყეში საცობია აღბეჭდილი.

"აი ასეთი ამბავია საბადურში ამ წუთებში. ორი საათია გზაში ვართ", - ნათქვამია ფოტოს აღწერაში.