ავტორი:

მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარი 1 მეტრს აჭარბებს - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს (ფოტოები)

მაღალმთიან აჭარაში  თოვლის საფარი 1 მეტრს აჭარბებს - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს (ფოტოები)

აჭარის მაღალმთიან სოფლებში დიდთოვლობაა. უხვი ნალექის გამო, ცალკეულ სოფლებში მისასვლელი გზები ჩაკეტილია, არ მიეწოდებათ ელექტრო-ენერგია.

მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ამბობენ, რომ ნალექი ერთ მეტრს აჭარბებს.

აჭარის საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სოფლებში გზის გაწმენდით სამუშაოებს ყველა მიმართულებით ახორციელებენ.