უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ ციხეში ჩაჯდომას არ აპირებს.
"პირველი, არ ჩავჯდები. მეორე, თავს არ მივცემ ციხეში ჩაჯდომის უფლებას. მე ტიმოშენკო არ ვარ. მესამე - ვიმოქმედებ მაქსიმალურად ეფექტურად უკრაინის დასაცავად. მტკიცედ მჯერა, რომ ჩემი თავის დაცვით, ვიცავ უკრაინას“, - განაცხადა პოროშენკომ.
ცნობისათვის, თვითმფრინავმა, რომლის ბორტზე პეტრო პოროშენკო იმყოფება, ვარშავა უკვე დატოვა და კიევისკენ გაემგზავრა. ექსპრეზიდენტს კიევის აეროპორტში მხარდაჭერები ელოდებიან.
პეტრო პოროშენკო ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობასა და სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი.