ავტორი:

პეტრო პოროშენკო უკრაინაში ჩაფრინდა

პეტრო პოროშენკო უკრაინაში ჩაფრინდა

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო ვარშავიდან უკრაინაში ჩაფრინდა. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, პოროშენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მესაზღვრეები შეეცადნენ, ის უკრაინაში არ შეეშვათ.

„მათ წამართვეს პასპორტი და ცდილობდნენ არ შევეშვით უკრაინის ტერიტორიაზე, თითქოს ცდილობდნენ დაედგინათ, ვიყავი თუ არა პეტრო პოროშენკო,“ - აღნიშნა ექსპრეზიდენტმა.

პეტრო პოროშენკო ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობასა და სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი.