„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ტოიოტას გლობალურ საბავშვო კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება. ბავშვებმა და მოზარდებმა „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ მიერ ორგანიზებულ ხატვის მე-15 გლობალურ საბავშვო კონკურსში „ტოიოტას ოცნების ავტომობილი“ (Toyota Dream Car Art) მოსახვედრად განაცხადი და ნახატი 2022 წლის 15 თებერვლის ჩათვლით უნდა წარადგინონ. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ არვრცელებს.
„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, თინათინ მაკარიძის ინფორმაციით, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ხატვის საერთაშორისო საბავშვო კონკურსი „ტოიოტას ოცნების ავტომობილი“ საქართველოში მცხოვრები ბავშვებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა, თავიანთი ოცნება მსოფლიოს გაუზიარონ.
„დახატე შენი ოცნება, მართე მომავალი“ - ეს ტოიოტას გლობალური საბავშვო კონკურსის სლოგანია, რომელიც ჩვენი პლანეტის საუკეთესო მომავლის შექმნის იდეიის ირგვლივ მსოფლიო საზოგადოებისა და მომავალი თაობების გაერთიანებას ისახავს მიზნად. ჩვენი დიდი სურვილია, საქართველოში მცხოვრებ ბავშვებსა და მოზარდებს, მათ მშობლებს ხმა მივაწვდინოთ, რომ მათაც გაუჩნდეთ Toyota Dream Car Art-ის წლევანდელ კონკურში მონაწილეობისა და ამ სლოგანის გაზიარების სურვილი. იმ მიზნით, რომ ბავშვები ტოიოტას გლობალური კონკურსის ფინალში მოხვდნენ, აუცილებელია კონკურსში მონაწილეობა მათ, თავდაპირველად, ეროვნულ დონეზე, საქართველოში მიიღონ. კონკურში ჩართვა და თავისი ოცნების ავტომობილის ნახატის სახით წარმოდგენა, 15 წლის ასაკის ჩათვლით, ნებისმიერ ბავშვსა და მოზარდს შეუძლია. საერთაშორისო კონკურსის საბოლოო გამარჯვებულებს „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ გამოავლენს და სპეციალური პრიზებით დააჯილდოვებს“, - აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.
მისივე განმარტებით, კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი და ნახატი „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მიმდინარე წლის 15 თებერვლის ჩათვლით უნდა შეიტანონ. რაც შეეხება „ტოიოტას ოცნების ავტომობილის“ საკონკურსო პირობებს, აპლიკაციის ფორმასა და მონაწილეთა ასაკობრივი კატეგორიების შესახებ დეტალურ ინფორმაციას, მათი გაცნობა შესაძლებელია „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ოფიციალურ ვებგვერდზე, ბმულით: https://bit.ly/3dW5po1
„კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა შევსებული აპლიკაციის ფორმა და საკონკურსო ნახატი „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ოფისში უნდა წარადგინონ 2022 წლის 15 თებერვლის ჩათვლით, 18:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #116, ან გაგზავნონ ამავე მისამართზე ფოსტით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაკავშირება შესაძლებელია „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ნომერზე: 032 2511. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში მცხოვრები ბავშვები გამოიყენებენ ამ უნიკალურ შესაძლებლობას და Toyota Dream Car Art-ის წლევანდელ კონკურსშიც მიიღებენ მონაწილეობას, მაქსიმალურად გამოავლენენ საკუთარ შესაძლებლობებს და „ტოიოტას ოცნების ავტომობილით“ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას შეძლებენ“, - აცხადებს „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თინათინ მაკარიძე.
„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ შემოსული საკონკურსო ნახატებიდან კომპეტენტური ჟიური, სამი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, 9 საუკეთესო ფინალურ ნამუშევარს შეარჩევს. 9-ვე ნახატი იაპონიაში, Toyota Dream Car Art-ის გლობალურ საბავშვო კონკურსზე გაიგზავნება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფინალისტებიდან გლობალური კონკურსის საბოლოო გამარჯვებულებს „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ გამოავლენს.
NS