ავტორი:

სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისთვის სახელმწიფო ინსპექტორის მიერ სპეციალური პენიტენიციური სამსახურის დაჯარიმების გადაწყვეტილება გააუქმა

სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისთვის სახელმწიფო ინსპექტორის მიერ სპეციალური პენიტენიციური სამსახურის დაჯარიმების გადაწყვეტილება გააუქმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ინსპექტორის წინააღმდეგ სპეციალური პენიტენიციური სამსახურის საჩივარი დააკმაყოფილა.

საუბარია, სპეციალური პენიტენციური სამსახურის საჩივარზე სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლას ეხებოდა.

მოსამართლე კობა ჩაგუნავას გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის მიერ სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის დაკისრებული ჯარიმა 2 000 ლარი გააუქმა.

შეგახსენებთ, მანამდე თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისთვის სახელმწიფო ინსპექტორის მიერ იუსტიციის სამინისტროს დაჯარიმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა.