ავტორი:

"შვილისგან იზოლირებული ვარ... თაკო გაჩეჩილაძესთან ერთად, მცხეთაში, მის სახლში ვარ, ორივეს დაგვიდასტურდა" - რას ჰყვება კორონავირუსით ინფიცირებული ნინი ბადურაშვილი?

"შვილისგან იზოლირებული ვარ... თაკო გაჩეჩილაძესთან ერთად, მცხეთაში, მის სახლში ვარ, ორივეს დაგვიდასტურდა" - რას ჰყვება კორონავირუსით ინფიცირებული ნინი ბადურაშვილი?

ნინი ბადურაშვილი და თაკო გაჩეჩილაძე კორონავირუსით დაინფიცირდნენ. მომღერლები ვირუსს ერთად, თაკო გაჩეჩილაძის მცხეთის სახლში ებრძვიან. დღეს ინფიცირების მესამე დღეა და ამბობენ, რომ თავს კარგად გრძნობენ, თუმცა გარკვეული სიმპტომები მაინც აწუხებთ. Ambebi.ge-სთან საუბარში ნინი ამბობს, რომ გადადების წყარო არ იცის და არც ის, ახლა რომელი შტამით არის ინფიცირებული...

ნინი:

- კოვიდი მაქვს, უკვე მესამე დღეა. ჩემი შვილი ნორმალურად არის, მისგან იზოლირებული ვარ და არ დადასტურებია. მე ცალკე ვარ, თაკო გაჩეჩილაძესთან ერთად. ორივეს დაგვიდასტურდა და მცხეთაში ვართ თაკოსთან სახლში. ვაქცინირებულები ვართ და ნორმალურად მიდის ყველაფერი. მე ორი დოზა სინოფარმით ვარ აცრილი. წყარო არ ვიცით, ვისგან დავინფიცირდით.

- ხომ არ იცით, ომიკრონით ხართ ინფიცირებული თუ დელტა შტამით?

- არ ვიცი, რომელი შტამია, მაგრამ კოვიდი რომ მაქვს, ნამდვილად ვიცი.

- რა სიმპტომებით დაგეწყოთ?

- ყელის ტკივილი მქონდა, შემდეგ სიცხე მომცა და ხველა დამეწყო. ჩვეულებრივი ვირუსის სიმპტომები მქონდა, თუმცა სხვა ვირუსებისგან გასხვავებით, სხვადასხვანაირი შეგრძნებები მაქვს. ხან ზურგი მტკივა, უცებ თავი ამტკივდება, ხან თავბრუსხვევა მაქვს, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაჯდე ერთ ადგილას, უნდა იმოძრავო. სისხლის მიმოქცევის თვალსაზრისით ქმნის პრობლემებს როგორც ამბობენ. როდესაც ერთ ადგილას ვზივარ, კიდურების გაყინვა მეწყება, ამიტომ ყოველთვის უნდა იყოთ მოძრაობაში.

- პირველად დავირუსდით? ექიმი თუ დაგიკავშირდათ...

- დიახ, პირველად მაქვს კორონავირუსი. ექიმი დღეს დამიკავშირდა და ყველაფერი კონტროლზეა. რეკომენდაციებს ვასრულებ, სითხეები და ლიმნიანი წყალი. ასევე ხველის წამალი. თაკოსაც ზუსტად ჩემნაირი სიმპტომები აქვს.

- გამოჯანმრთელებას გისურვებთ, იმედია კლასტერი არ გეყოლებათ.

- მადლობა, ეგ ცოტა საეჭვოა კლასტერი არ მყავდეს, მაგრამ იმედი მაინც მაქვს.