ავტორი:

დღის ფოტო შუახევიდან - მოქალაქემ ფეხმოტეხილი შველი შეიფარა

დღის ფოტო შუახევიდან - მოქალაქემ  ფეხმოტეხილი შველი შეიფარა

ფოტო, რომელზეც შუახევის მკვიდრ ზვიად ფუტკარაძეს ხელში შველი ჰყავს აყვანილი, სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია. ფოტოს ისტორია ემოციურია, შუახევის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა შველი გზაზე იპოვა. ცხოველს ფეხი აქვს მოტეხილი და გადაადგილება უჭირს, ამიტომ შინ წამოიყვანა.

როგორც ირკვევა, შველი ზვიად ფუტკარაძის ახლობელმა რომან დავითაძემ შეიფარა. როგორც მამაკაცი ფოტოს კომენტარებში წერს, ცხოველი რომ გამოჯანმრთელდება და თოვლიც ცოტა დადნება, მას აუცილებლად დააბრუნებენ ბუნებაში...