ავტორი:

საბერძნეთში 60 წელს გადაცილებული არავაქცინირებული პირები დღეიდან დაჯარიმდებიან

საბერძნეთში 60 წელს გადაცილებული არავაქცინირებული პირები დღეიდან დაჯარიმდებიან

საბერძნეთში 60 წელს გადაცილებული არავაქცინირებული პირები დღეიდან დაჯარიმდებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, არავაქცინირებულ პირებს ყოველთვიურად ჯარიმის სახით 100 ევროს გადახდა მოუწევთ.

საბერძნეთის მთავრობის მონაცემებით, ქვეყანაში 60 წელს გადაცილებული პირების 90 პროცენტი სრულად არის ვაქცინირებული ან აცრის გასაკეთებლად ვიზიტი დაჯავშნილი აქვს. დაახლოებით 300 ათასი ადამიანს კი დაჯარიმება ემუქრება.

საბერძნეთში გასული დღის განმავლობაში კორონავირუსს კიდევ 95 ადამიანი ემსხვერპლა.