ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილი ზოგჯერ უძილობას უჩივის - მთხოვეს, რომ წამლები გადამეცა" - გიორგი სააკაშვილი

"მიხეილ სააკაშვილი ზოგჯერ უძილობას უჩივის - მთხოვეს, რომ წამლები გადამეცა" - გიორგი სააკაშვილი

"სასამართლო პროცესზე, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდი, ვიზუალურად არ მომეწონა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა - თქვა, რომ სასამართლო პროცესზე საკმაოდ მაღალი წნევა ჰქონდა" - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს მიხეილ სააკაშვილი თავს უკეთ გრძნობს.

როგორც გიორგი სააკაშვილმა აღნიშნა, ყოფილ პრეზიდენტი უძილობას უჩივის და საპატიმროში მედიკამენტები მიუტანა.

"როგორც იქნა მომეცა შესაძლებლობა, რომ შევსულიყავი რუსთავის ციხეში, პირადად მენახა ჩემი ძმის მდგომარეობა. სიმართლე, რომ გითხრათ, სასამართლო პროცესზე, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდი, ვიზუალურად არ მომეწონა მისი მდგომარეობა. დღეს ბევრად უკეთ იყო. თქვა, რომ სასამართლო პროცესზე საკმაოდ მაღალი წნევა ჰქონდა, უბრალოდ გადაწყვეტილი ჰქონდა სიტყვით მიემართა ხალხისთვის და როგორც თვითონ აღნიშნა, გამოეყენებინა ტრიბუნის სახით.

რაღაც წამლები სჭირდებოდა. ზოგჯერ უჩივის უძილობას, მთხოვეს, რომ წამლები გადამეცა. ძალიან რთულია, როდესაც მიხეილ სააკაშვილს სურს ნიკოლოზ ყიფშიძესთან შეხვედრა და გაუგონარი მიზეზებით ამაზე ახსნა არ გვაქვს, მაგრამ იმედი მაქვს, მალე მიეცემათ ექიმებს საშუალება, რომ დაელაპარაკონ“, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.