ავღანეთის დასავლეთ ნაწილში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა,- ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ პროვინცია ბადღისში, რომელიც თურქმენეთს ესაზღვრება, ასობით შენობა გაანადგურა.
"სამწუხაროდ, წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 22 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები, 4 კი - დაშავებულია“, - განაცხადა პროვინციის ადმინისტრაციის ინფორმაციისა და კულტურის დირექტორმა ბაზ მოჰამად სარვარიმ.
გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე მეტად ყადისის რაიონი დაზარალდა.