ცნობილ გერმანულ გამოცემა "ფოკუსში“ (Focus) გამოქვეყნებული სტატია, სათაურით: "საგადასახადო ოაზისი: უცხოეთის ყველაზე იაფი ქვეყნები ცხოვრებისათვის, პენსიაზე გასვლის შემდეგ - საქართველო“ (ავტორი - ფილიპ ლიტცმანი).
"გერმანელები ხშირად ოცნებობენ პენსიაზე გასვლის შემდეგ საზღვარგარეთ იცხოვრონ, თვით პანდემიის პერიოდშიც კი. სხვათა შორის, ამჟამად 248 ათასი გერმანელი თავის კანონიერ პენსიას უცხოეთის ქვეყნებში იღებს, სადაც მათ იაფი ფასები და კომფორტული კლიმატი იზიდავთ. მოდით, გავარკვიოთ, სად და რომელ ქვეყანაში უკეთესი სიტუაციაა გერმანელი მოქალაქის პენსიონურული ცხოვრებისათვის? - წერს ავტორი და ამ მიზნით სხვადასხვა ქვეყნებს მიმოიხილავს - საბერძნეთს, კამბოჯას, თურქეთს, მექსიკას და საქართველოს.
აი, რა არის ნათქვამი პუბლიკაციაში საქართველოს შესახებ:
"დიახ, ზუსტად საქართველო მაქვს მხედველობაში. ამ კავკასიურ ქვეყანაში სხვადასხვა კლიმატური ზონებია - სუბტროპიკული ზღვის ბრიზიდან თოვლიანი მთების ჰაერის ჩათვლით. საქართველო განთქმულია თავისი კარგი ეროვნული სამზრეულოთი. აქ ცხოვრების ძალიან იოლი პირობებია და თავისუფლებაა უცხოელებისათვის საზღვარგარეთიდან მიღებულ შემოსავლებზე დაწესებული გადასახადის თვალსაზრისით.
საქართველოსა და გერმანიას შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს, შესაბამისად, გერმანიის მოქალაქეებს საქართველოში ვიზის გარეშე ერთი წლის განმავლობაში შეუძლიათ ყოფნა. თუ თქვენ ქვეყანაში ნახევარ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იცხოვრებთ, მაშინ თქვენი უცხოური შემოსავლები დაიბეგრება (20%-ით). ყველაზე უხერხულ მომენტს, ალბათ, ენობრივი ბარიერი წარმოადგენს. ქართული ენის სწავლა საკმაოდ რთულია. ბევრი ქართველი ინგლისურ ენაზეც ლაპარაკობს, მაგრამ ჯერ ფართოდ არ არის გავრცელებული’, - აღნიშნულია სტატიაში. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ